03 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
"ვაშინგტონში ყურადღებას მიაქცევენ როგორ ეპყრობიან უსაფრთხოების სამსახურები დემონსტრანტებს "- Amnesty International

Amnesty International-ის წარმომადგენელი თბილისში განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება.

დენიელ ბალსონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თბილისში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

როგორც Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ადვოკატირების ხელმძღვანელი წერს,  ვაშინგტონში ყურადღებას მიაქცევენ როგორ ეპყრობიან უსაფრთხოების სამსახურები დემონსტრანტებს თბილისში.

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს საელჩომ შეერთებულ შტატებში და სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ახლოდან აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ვაშინგტონში ყურადღებას მიაქცევენ, როგორ ეპყრობიან უსაფრთხოების სამსახურები დემონსტრანტებს,"  - წერს დენიელ ბალსონი "ტვიტერზე".

დღის ამბები