05 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
აქ ვცხოვრობ ორი წელია, რატომ მექცევით ასე? - მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან გასათბობად საწვავი მიიტანა

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც პარლამენტთან ბენზინი და დიზელი მიიტანა, რამდენიმე წუთით პოლიციელებმა შეაჩერეს. მაჩალიკაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას პარლამენტთან საწვავი მიაქვს, რადგან თითქმის 2 წელია, იქ უწევს ცხოვრება.

"ეს ხომ მე მჭირდება, აქ ვცხოვრობ ორი წელია, დღეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, რატომ მექცევით ასე?" - მიმართა მაჩალიკაშვილმა პოლიციელებს. რამდენიმე წუთში მაჩალიკაშვილს პოლიციელებმა საწვავის შეტანის ნება დართეს. 

მაჩალიკაშვილი პოლიციასთან რაიმე ინციდენტს უარყოფს.

"შემოვიტანე გენერატორისთვის ბენზინი, ფეჩისთვის სალიარკა, შეამოწმეს, მკითხეს რისთვის გჭირდება, არანაირი ინციდენტი არ ყოფილა," - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა მედიასთან საუბრისას.

დღის ამბები