26 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
"ტყუილია, აფერისტობაა, მაგათ უნდათ, რომ არავინ იმუშაოს საქართველოში​​ - ​"ქართული ოცნების" დეპუტატი ტენდერებში კორუფციული გზით გამარჯვებას უარყოფს

წინასწარი შეთანხმებით, უკონკურენტოდ ჩატარებული ტენდერები და საბიუჯეტო თანხების ფლანგვის მორიგი ფაქტი.

ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიების საქმიანობით დაინტერესდა.

მკვლევარები ამბობენ, რომ კონკრეტული ტენდერები უშუალოდ დეპუტატის კომპანიებზეა მორგებული და შესაბამისად კონკურსში ისინი იმარჯვებენ.

"ფლანგვის დეტექტორის" მტკიცებით, ამ ფორმით 2017-18 წლებში კომპანიებს ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარი გადაეცათ. 

"მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც წინააღმდეგია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, ირგებს და იგებს ტენდერებს, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მილიონობით ლარი მიედინება მის ოჯახში. კონკურენციის დროს, ის თავის გავლენებს იყენებს მის ჩამოსაშორებლად. ეს არის მოცემულობა, რაზეც საუბრობს აუდიტის სამსახური, ჩვენც გამოვაქვეყნეთ მასალა და ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო უწყებებს,"-

"ფლანგვის დეტექტორის" ბრალდებებს უარყოფს დეპუტატი. იოსებ მკრახიძე ამბობს, რომ ის ყველა ტენდერს კანონიერად იგებს.

"ტყუილია, აფერისტობაა ყველაფერი. უკანონოდ როგორ მივიღებ ტენდერში მონაწილეობას. თუ დოკუმენტაცია არ ნახეთ, რა ტენდერი მოვიგე, შევასრულე თუ არა ყველა ვალდებულება, როგორ შეიძლება ასეთი დაბრალება? მაგათ უნდათ, რომ არავინ იმუშაოს საქართველოში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" წევრი, იოსებ მაკრახიძე.

დღის ამბები