02 მაისი 2024,   14:26
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები,"-  ნათქვამია წერილობით განცხადებაში.

დღის ამბები