27 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
კუმისის ტბასთან 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, კუმისის ტბასთან 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია.

ახლობლების ინფორმაციით, მანუჩარ ცეცხლაძე, რამდენიმე დღის წინ მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მათი თქმით, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

მამაკაცი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატედანაა, იგი მარნეულში სამუშაოდ იყო წასული. მომხდართან დაკავშირბით გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

გარდაცვლილის ახლობლბი ეჭვობენ დამნაშავეს პოლიცია მფარველობს. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები