07 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებებში ახალი ტარიფიკაციის სქემა ექიმებისთვის კატეგორიულად მიუღებელია

26 სამედიცინო დაწესებულება და დარგის ასოციაციები ჯანდაცვის სამინისტროსგან დადგენილების გადავადებას ითხოვენ.  ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება მოხდა. დადგენილება ძალაში 21 ნოემბერს შევიდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლებია, რაც მომსახურების ხარისხზე აისახება და ექიმების მტკიცებით, პაციენტებს შესაბამისი მომსახურებას ვერ გაუწევენ. სპეციალისტების თქმით, კლინიკები წაგებაზე მუშაობენ.

მათ მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებული დეპუტატი ლევან კობერიძე. კობერიძის განმარტებით, სამედიცინო საზოგადოება  დადგენილების მინიმუმ რამდენიმე თვით გადავადებას საჭიროებს, რა დროსაც პოზიციების შეჯერება უნდა მოხდეს.

"ხშირ შემთხვევაში ხარისხიანი სერვისის გაწევა  პაციენტებისთვის შეუძლებელი ხდება, ხდება ასევე სამედიცინო სერვისების გადავადება, იქნება ეს ოპერაციების თუ მკურნალობის, იმის გამო, რომ 520-ე დადგენილებაში აღნიშნული ტარიფიკაციის სქემით, პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი მანიპულაციების გაწევა, რომელზეც ექიმი, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას აიღებს," - აცხადებს კობერიძე. 

დღის ამბები