05 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
კარასინმა აბაშიძეს მოუწოდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთთან ურთიერთობის გასავითარებლად გამოიყენოს 

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს NATO-სთან და შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შედეგებს ეხება.

ლავროვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კარასინმა აბაშიძეს მოუწოდა, ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობა გამოიყენოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების გასავითარებლად.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბაშიძემ შეხვედრაზე ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენა.

დღის ამბები