27 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
19 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

ავტოსაგზაო შემთხვევას რუსეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 21. ავტობუსს, რომელშიც 43 მგზავრი იყო, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი მდინარეში გადავარდა.

გარდაცვლილებს შორის 2 ბავშვია. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღის ამბები