27 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
რა მოხდა ნუკრიანში - მკვლელობის დეტალებზე "კურიერთან" მოკლულის შვილი საუბრობს

სოფელ ნუკრიანში სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით, სიძემ სიმამრი მოკლა. მოკლულის შვილი "კურიერთან" ჰყვება, რომ დის ოჯახთან სამი წელია ურთერთობა აღარ აქვთ. 

"უკვე შებინდებული იყო და სახლში რომ შემოვედი, გარდაცვლილი დამხვდა, სახეზე სისხლიანი იყო. სამი წელია ჩემი დის ოჯახთან ურთიერთობა არ გვაქვს,"- უთხრა "კურიერს" მოკლულის შვილმა, თემურ გოგინაშვილმა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა, რის გამოც სიძესა და სიმამრს შორის უთანხმოება ხშირად იყო.

მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ამ დრომდე ეძებს პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები