11 მაისი 2024,   00:11
ვრცლად
სკოლის შენობასთან ავტობილი ბავშვებს დაეჯახა - ლონდონში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ინგლისში ლონდონთან ახლოს ავტომანქანა ბავშვებს დაეჯახა. ინციდენტი სკოლის შენობასთან მოხდა.

მომხდარის შედეგად  12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. დაშავდა 4 მოზარდი და ერთი 53 წლის ქალი.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილმა სიჩქარეს მოუმატა და მოზარდებს გამიზნულად დაეჯახა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 51 წლის მამაკაცი დააკავა.

დღის ამბები