26 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სიმშვიდე და პოლიტიკური კონსენსუსი - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. 

ჟვანია იმედოვნებს, ქვეყანაში არსებული ვითარება დასტაბილურდება და არჩევნები მშვიდობიანად და სამართლიანად ჩატარდება. 

"ზოგადად, საარჩევნო სისტემასთან, "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით და მითუმეტეს, მის კონსტიტუციურობაზე ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც მე, კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ზოგადად, საარჩევნო სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხი და ცესკო, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, მის უზრუნველყოფას ახორციელებს, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევალთ, ეს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი.

რაც შეეხება გარემოს და პროცესს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ცესკოს ხელმძღვანელმა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური საარჩევნო გარემო და მშვიდობიანი საარჩევნო ვითარება არჩევნების კარგად წარმართვისთვის. იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შექმნის ისეთ გარემოს ამომრჩევლებისთვის, რომ მათ შეძლონ თავისუფლად, დაძაბული გარემოს გარეშე არჩევანის დაფიქსირება," - აღნიშნა ჟვანიამ.

დღის ამბები