26 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პოლიციელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხის პოლიციის თანამშრომელს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

როგორც პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, დაკავებული ბესიკ ფიფია საკუთარ თანამშრომელს მამუკა ქარდავას არაერთხელ დაემუქრა. მისივე თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. თავად ბესიკ ფიფია დუმილის უფლებას იყენებს, მისმა ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა.

შემთხვევა წალენჯიხაში 3 დეკემბერს მოხდა, ფიფია სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

დღის ამბები