27 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
გემის ჩაძირვას აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან 58 მიგრანტი ემსხვერპლა

58 მიგრანტი ემსხვერპლა გემის ჩაძირვას აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. ხომალდი გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, როდესაც საწვავი გაუთავდა და ოკეანეში ჩაიძირა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მიგრანტების ნაწილმა სანაპიროზე გაცურვა შეძლო. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

მიგრანტებისთვის დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი მარშრუტი ევროპაში მოხვედრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

დღის ამბები