27 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
იმედი მაქვს, ექიმი ვაჟა ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს - ჰუბერტ კნირში

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გარინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ელჩის განცხადებით, მან არაერთხელ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების შესახებ.

"ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ის უკვე რამდენიმე კვირაა დაპატიმრებულია ცხინვალის იზოლატორში. პირადად მე არაერთხელ გამოვთქვი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოვითხოვე მისი დაუყონებლივ გათავისუფლება და იმედი მაქვს, ექიმი ვაჟა ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს და ქალაქს," - განაცხადა ჰუბერტ კნირშიმ.  

დღის ამბები