27 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ჰუპერტ კნირშის თქმით, ასევე აუცილებელია, ქუჩის პროტესტი არ გასცდეს მშვიდობიან ფორმებს:

"საქართველოს მრავალ ქალაქში ტარდება საპროტესტო აქციები. ჩვენი ერთადერთი წუხილი არის, რომ არ იყოს ძალადობა და აგრესია, მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს - დიახ, ჩვენ ჩართული ვიყავით ამ პროცესებში, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელია მსგავსი საპროტესტო აქციები, სადაც ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება, დასხდნენ ერთმანეთთან და ისაუბრონ აქტუალურ თემებზე. თუ რაოდენ შედეგიანი იქნება ეს, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს," - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

დღის ამბები