27 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს - ბესელია რეგლამენტის დარღვევაზეც საუბრობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის პარალელურად, ეს არის კიდევ ერთი პრინციპული თემა, რომელის ჩაგდებასაც ოპოზიციის ნაწილი აქტიურად ითხოვს.

ინფორმაცია, რომ კენჭისყრა 11 დეკემბერს დილის ათის ნახევარზე დაინიშნა, ეკა ბესელიამ გაავრცელა.

დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს.

ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაზეც საუბრობს. დეპუტატმა ორშაბათს საგანგებო ბრიფინგი დანიშნა. 

დღის ამბები