27 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
ე.წ. რუსული კულტურის ცენტრი შესაძლოა გამოყენებული იყოს ჯაშუშობისთვის - კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, რუსული კულტურის ცენტრი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ჯაშუშობისთვის.

კანდელაკის განცხადებით, მსგავსი ცენტრის გახსნა ქვეყნის ინტერესებზე ცუდად იმოქმედებს.

"რაც შეეხება ამ ე.წ. კულტურის ცენტრებს, რომელთაც სინამდვილეში კულტურასთან საერთო ძალიან ცოტა აქვთ, დადასტურებულია, რომ ხშირად გამოყენებული იყო ჯაშუშობისთვის. სხვა სახელწოდებით, რუსეთის საელჩოს ან ჯაშუშთა ბუდეზე ჩვენი მხრიდან დათანხმება, უბრალოდ, ჩვენი ინტერესების საწინააღდეგო იქნება," - განაცხადა კანდელაკმა.

3 500-მდე ხელმომწერი ჰყავს უკვე საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის  მოწინააღმდეგეთა პეტიციას. პროვოკაციების რისკი, რბილი ძალის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლის შესუსტების მცდელობა - თბილისში იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნას მოჰყვება. თავდაპირველად, ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ რუსულმა მედიამ კარასინზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა ფაქტი არ დაადასტურა.

იმ შემთხვევაში თუ კრემლი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმების სისრულეში მოყვანას შეეცდება, არასამთავრობო სექტორი მწვავე პროტესტისთვის ემზადება.

 

დღის ამბები