27 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
არამიზნობრივი ხარჯვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში - "ნაციონალური მოძრაობა" 2018 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას აქვეყნებს

არამიზნობრივი ხარჯვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში - "ნაციონალური მოძრაობა" 2018 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას აქვეყნებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან დასკვნაში 15 პუნქტია გამოყოფილი, რომელიც ქონების უკანონო განკარგვას და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას ეხება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნეს, რომ დასკვნაში საუბარია 2018 წლის ქობულეთის ბიუჯეტზე, რომელიც კანონთან შეუსაბამოდაა მიღებული. ასევე, დაუსრულებელია და უხარისხოდაა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები​.

მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ქობულეთის მერი დამნაშავეა, რადგან მის უწყებაში მილიონობით ლარს ფლანგავენ.

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს, შეეშვან ოპოზიციის დევნას და ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას.

დღის ამბები