27 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
თურქეთში პოლიციამ ფემიციდის წინააღმდეგ აქცია დაშალა

თურქეთში პოლიციამ ფემიციდის წინააღმდეგ აქცია დაშალა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

აქციაზე ასობით მომიტინგემ ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწოდა.

თურქეთში გასულ წელს გენდერული ნიშნით 440-ზე მეტი ქალი მოკლეს. მოძალადე, უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლის მეუღლე იყო.

დღის ამბები