27 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
გარიგებულ მატჩებზე ბრალდებული ფეხბურთელები ნიკოლოზ დაუშვილი და ირაკლი ხუჭუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გარიგებულ მატჩებზე ბრალდებული ფეხბურთელები ნიკოლოზ დაუშვილი და ირაკლი ხუჭუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ხუჭუამ და დაუშვილმა ჩვენება მისცეს და საკუთარი დანაშაული აღიარეს.

პროცესის ბოლოს კი მათმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა 10 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალათ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დააკმაყოფილა.

ამ დროისთვის პატიმრობაში მხოლოდ ერთი ბრალდებული ვახტანგ ჯაყელი რჩება. მომდევნო სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს, 13:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები