26 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ქალბატონი სალომეს გამოსვლებზე და კომენტარებზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

მინისტრის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, თუმცა მის კომენტარებზე, განცხადებებზე, კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ქალბატონი სალომეს გამოსვლებზე და კომენტარებზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ. მე პირადად, როგორც ადამიანმა და პოლიტიკურმა ფიგურამ, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. მგონია, რომ ამ საკითხში შეცდომა არ დამიშვია. სასურველი იყო ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ჯარის ხსენება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკმარისი განმარტება გააკეთა", -აცხადებს ცქიტიშვილი.

დღის ამბები