22 იანვარი 2020,   09:35
ვრცლად
ეს არის ჯილდო, რომელიც ჩამოურიგეს "ამბოხებულ მაჟორიტარებს" - ბესელია ხუნდაძის დაწინაურებაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა.

​როგორც ბესელიამ აღნიშნა, "ამბოხებული მაჟორიტარის" დაწინაურებით ცხადი ხდება, რომ მმართველი გუნდისა და ხუნდაძის დაპირისპირება დადგმული სპექტაკლის ნაწილია. 

"ეს ყველაფერი ხომ იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ახლა ხდება არათუ დასჯა იმ ადამიანების, არამედ დაწინაურება და, ეს არის ერთგვარი ჯილდო, რომელიც ჩამოურიგეს მათ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი იყო იმ "ამბოხებული დეპუტატებიდან", რომლებიც საკუთარი გუნდის წინააღმდეგ წავიდნენ და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები