27 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
მელიამ ჩაიდინა დანაშაული, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს - ირაკლი კობახიძე

დანაშაული ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ბუნებრივია, პარლამენტარებს არ სურთ, რომ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შესახებ საუბრისას გააკეთა.

კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. 

"საკითხი არის ძალიან მარტივი, კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ბუნებრივია, პარლამენტარებს არ სურთ, რომ კრიმინალი კოლეგა ჰყავდეთ გვერდით. ჩაიდინა თუ არა ამ კაცმა დანაშაული? ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა მძიმე დანაშაული? მძიმე დანაშაული ჩაიდინა. კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს თუ არა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას? ითვალისწინებს. და კიდევ, პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება და პარლამენტი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. 

დღის ამბები