27 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
"სირცხვილია" აქვეყნებს იმ ხსნარის ფოტოს, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" იმ სითხის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მათი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს.

მოძრაობის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. 

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები