27 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
სამართალმა რაც ჭამა დღეს, ზუსტად იმისი სუნი იდგა პარლამენტში - გიორგი გუგავა

არასაპარლამენტო ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში დანიშნული მოსამართლეების შესახებ შეფასებებს აკეთებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო ხელისუფლება ჩამოშალა და უვადოდ გაამწესა ისეთი მოსამართლეები, რომელთა რეპუტაცია და კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"რა დამსახურებები აქვს თადუმაძეს, გარდა იმისა, რომ იყო ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მე და მამუკა ხაზარაძეს წარმოგვიდგინა ყოვლად ბინძური შეთითხნილი ბრალი. სხვა დამსახურებები მას არ აქვს, მარგამ რადგან მან მორჩილება დაუდასტურა ივანიშვილს... ეს არჩევანი, რომელიც დღეს გააკეთა მმართველმა ძალამ, არის ყოვლად მიუღებელი,“ - აცხადებს  ბადრი ჯაფარიძე.

კრიტიკულად აფასებს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

"დღეს, რეალურად, დაამტკიცეს არა მოსამართლეები, რომლებმაც მართლმსაჯულება უნდა განახორციელონ, არამედ ივანიშვილის ნოტარიუსის, ან გნებავთ, საადვოკატო ბიურო. სამართალმა რაც ჭამა დღეს, ზუსტად იმის სუნი იდგა პარლამენტში. საბოლოოდ გაფორმდა ბიძოკრტია, გაფორმდა უზურპირებული ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ არ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა, დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას ,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.

დღის ამბები