26 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
რატომ ისაუბრა პრემიერმა რუსულად სუამ-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე - ირაკლი ჩიქოვანი განმარტებას აკეთებს

მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ განაცხადა.

ჩიქოვანმა განმარტა,  რატომ  ისაუბრა კიევში გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსულად.

"ვფიქრობ, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე," – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები