27 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
ყოველი შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო მიუღებელი წინადადებებით გამოდიან - ჯაფარიძე უმრავლესობის ინიციატივაზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მმართველი გუნდის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები შერეული წესით უნდა ჩატარდეს, მიუღებლად მიიჩნევს.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მორიგ რაუნდებს შორის ახალ-ახალი მიუღებელი ინიციატივებით გამოსვლა მიუთითებს, რომ მმართველი ძალისა და მათი ლიდერების მხრიდან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის არანაირი კეთილი ნება არ არსებობს.

"სამწუხაროა, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ხორციელდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, მეორე დღეს ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები კიდევ უფრო რადიკალური და მიუღებელი წინადადებებით გამოდიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი კეთილი ნება არ არსებობს მმართველი ძალისა და მათი ლიდერების მხრიდან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები