27 აპრილი 2024,   00:16
ვრცლად
"დიდი სცენა" - მეგა შოუს დაწყებამდე ზუსტად 1 დღე რჩება

მეგა შოუს დაწყებამდე ბოლო დეტალები სრულდება. უპრეცედენტო შოუში მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ. კონკურსანტებს პროფესიონალური და მკაცრი ჟიური აფასებს. ლაივ კონცერტებზე ჟიურის მეოთხე წევრიც დაემატება, რომლის ვინაობასაც მაყურებელი 5 იანვარს გაიგებს.

"დიდი სცენის" მონაწილეები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს შეასრულებენ. პროექტი 11 ეპიზოდისგან შედგება - 3 შესარჩევი ტური, 8 საკონკურსო კონცერტი. ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტისგან ჟიური და მაყურებელი სამ ფინალისტს ერთად გამოავლენს - "დიდი სცენის“ გამარჯვებული კი მხოლოდ მაყურებლის რჩეული გახდება.

კონკურსის მიმდინარეობაზე საუბრობს გადაცემის რეჟისორიც. ნიკა ლომიძე ამბობს, რომ მონაწილეთა გადარჩევის პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო და "რუსთავი 2"-ის მაყურებელი კიდევ ერთ განსხვავებულ ახალ პროექტს მიიღებს.

"რუსთავი2-ის" ეთერში "დიდი სცენის" გასვლამდე ზუსტად 1 დღე რჩება. მაყურებელი მეგა შოუს პირველ ეპიზოდს ხვალ, საღამოს 10 საათზე "კურიერის" დასრულებისთანავე იხილავს.

დღის ამბები