27 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
ქუთაისში ხეების დარგვის აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის გამზირზე  ფოთლოვანი სახეობის, იფნის, 80-მდე ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო.

აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ ადგილობრივი მოსახლეებიც, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.

აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასიხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.

 

დღის ამბები