26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ზუგდიდში ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა

ზუგდიდში ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას პატარა ტრაქტორი დაეჯახა. 

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას წვივის ძვალი აქვს მოტეხილი, თუმცა, ამპუტაციას არ საჭიროებს.

ამავე ცნობით, დაშავებულს ოპერაციას გაუკეთებენ. შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები