05 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
გურიაში ჩაის პლანტაციებს ცეცხლი უკიდია

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე, ჩაის პლანტაციები იწვის.

"კურიერის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ცეცხლი ორ კერად არის გაჩენილი და თანდათან დიდ ფართობზე  ვრცელდება.

112 -ის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიემართებიან. 

დღის ამბები