05 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით კარიერას არგენტინაში გააგრძელებს

ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით კარიერას არგენტინაში გააგრძელებს. ინიესტას შეძენით  „ესტუდიანტეს დე ლა პლატაა"  დაინტერესებული.
ამ დროისთვის ესპანელი ფეხბურთელი იაპონურ "ვისელ კობეში" ირიცხება, თუმცა კონტრაქტში შეტანილი პუნქტის მიხედვით, ინიესტას სურვილის შემთხევაში იაპონური კლუბის დატოვება პრობლემების გარეშე შეუძლია.
„ესტუდიანტესში“ გადასვლის შემთხვევაში ინიესტას ყოფილ თანაგუნდელებთან გაბრიელ მილიტოსთან და ხავიერ მასკერანოსთან მოუწევს კიდევ ერთხელ თანამშრომლობა. 
მილიტო მწვრთნელის ასისტენტია, მასკერანოს კი აქტიური სპორტული კარიერა ჯერ არ დაუსრულებია.

დღის ამბები