05 მაისი 2024,   23:28
ვრცლად
არსებობს უფრო მეტი პოტენციალი, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება - ელიზაბეთ რუდი აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა:

"ჩვენი ურთიერთობის პრიორიტეტები გაწერილია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, ეს არის დემოკრატია და მმართველობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ხალხთა შორის ურთიერთობა, ვაჭრობა და ა.შ.  ჩვენ გვსურს ვისურვოთ შემდგომი რეფორმები ეკონომიკური ზრდისთვის და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია შემდგომი რეფორმები სასამართლო სისტემაში, აგრეთვე შრომის კოდექსში, რაც ხელს შეუწყობს უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.საქართველოს ბევრი სარგებელი აქვს გენერალური პრეფერენციების სისტემა, ორმხრივი შეთანხმებები, რაც ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი სურვილია ვიხილოთ უფრო მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში,"- განაცხადა რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობაზე და საქართველოს უსაფრთხოებასთან მიმართებაში ვაშინგტონის ხედვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოტენციალი არსებობს და საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება:

"ჩვენ მტკიცედ ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები, ვიცით, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება. გვაქვს საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაში შედის მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ბევრი ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო სწავლებები. წელს ვიხილეთ საქართველო-ნატოს წვრთნები სადაც საქართველომ დაამტკიცა საკუთარი უნარი, იყოს ლიდერი ოპერაციის წარმართვის, კონტროლის და სხვა კომპონენტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი. გარდა ამისა მსურს ვახსენო მასშტაბური სწავლება Agile Spirit და მომავალ წელსაც ველით ამ წვრთნებს, ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია გემების ვიზიტი, რაც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ვიზიტები საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო მეტი წვლილი შეიტანოს, როგორც რეგიონულ ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. წელს გვყავდა ქართველი კურსდამთავრებულები შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში,  2019 წელს დავასრულეთ აგრეთვე ჯაველინების სისტემის მიწოდება საქართველოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის. ვფიქრობ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალ წელს,"- აღნიშნა რუდმა.

დღის ამბები