05 მაისი 2024,   17:54
ვრცლად
ოკუპაცია მიუღებელია, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საქართველოდან ჯარი კონფლიქტამდე პოზიციებზე - ელიზაბეთ რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სიძლიერე სწორედ შიდა ერთიანობაში, პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებთან მეგობრობაშია.

ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ​აშშ-სთვის ოკუპაცია მიუღებელია და ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, ვფიქრობ, რომ თქვენი ძალა შიდა ერთიანობაშია, პარტნიორობასა და სხვა ქვეყნებთან მეგობრობაში. სწორედ ამიტომ არის აშშ-სა და  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებელია ოკუპაცია, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს საქართველოდან ჯარი კონფლიქტამდე პოზიციებზე. საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური პროცესი იქნება ამისთვის მზად, ჩვენ კი სწორედ ამიტომ ვართ აქ რომ პროცესს მხარი დავუჭიროთ,"- აღნიშნა რუდმა.

ელიზაბეთ რუდი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესაც შეეხო  და აღნიშნა, რომ აშშ არ ცნობს დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას და სწორედ ამიტომ, მოვლენათა ასეთი განვითარება გაცილებით შემაშფოთებელი და მიუღებელი იყო მათთვის.

"ექიმი გაფრინდაშილისთვის პატიმრობის შეფარდება ძალიან ცუდი ამბავია ნამდვილად. ჩვენ არ ვცნობთ დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმურობას ამიტომ მოვლენათა ასეთი განვითარება უფრო მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ გამოუშვან ვაჟა გაფრინდაშვილი. შეშფოთებულები ვართ და ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ ეს საკითხი ყველა მომლაპარაკებელთან წამოვჭრათ,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

დღის ამბები