05 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
მედია თავისუფლება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი 2"-თან საქართველოს მედია გარემოზე ისაუბრა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიური ინტერვიუში საქართველოსი არსებულ მედია გარემოსა და მედია თავისუფლებაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ის "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც შეეხო. ელიზაბეთ რუდის თქმით, მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა:

"ჩვენი ზოგადი მიდგომაა, რომ თავისუფალი და ცოცხალი მედია ქვაკუთხედია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ იმ შედეგებს, რაც ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვიხილეთ, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს არ გამოიწვევდა მედია სივრცის შევიწროებას. ახლა კი ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით. ასევე მნიშვნელოვანია, გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტიკაში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ გაშუქდეს პოლიტიკური დებატები და არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზება ისე, რომ ხალხმა შეძლოს მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რაც მას სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მათ ქვეყანას ეხება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანას საარჩევნო წელი უდგას," - განაცხადა რუდმა.

დღის ამბები