05 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
ბავშვთა საჭიროებები, უფლებები და სუიციდის პრევენცია - განათლების სამინისტრომ და NGO-ებმა დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

გაითვალისწინებენ თუ არა სპეციალისტების რეკომენდაციებს სახელმწიფო ორგანოები - უწყებებში მოზარდების საჭიროებებსა და უფლებებზე მორგებული დოკუმენტის შემუშავება დაიწყო, საკითხზე არასამთავრობო სექტორი, ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობს. 

დღეს, განათლების მინისტრის მოადგილემ ფსიქოლოგებს პირობა მისცა, რომ უწყება, ბავშვების საჭიროებებსა და უფლებებზე მორგებული დოკუმენტის შემუშავებისას და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

უწყებებს შორის კომპლექსური თანამშრომლობა, სკოლებსა თუ ოჯახებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების აქტიური მუშაობა - ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგებმა, სისტემური პრობლემის გადასაჭრელად, სამინსიტროში საკუთარი ხედვა წარადგინეს.

განათლების სამინისტროს სკოლებში სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს. სრული სურათი, თუ რა გზებით უნდა გადაიჭრას პრობლემა, ჯერჯერობით არა არსებობს, თუმცა, დარგის სპეციალისტებთან 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ, უწყებაში ის, გარკვეული მესიჯები გამოიკვეთა, რომლითაც სამინისტრომ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

სისტემური პრობლემის აღმოფხვრაში მედიის ჩართულობისა და მონაწილეობის აუცილებლობისაკენ მიუთითებენ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც". 

პირადი მონაცემების არ გასაჯაროება, სუიციდის მიზეზებსა და განხორციელების გზებზე ღიად საუბრისგან თავის შეკავება - იმისათვის, რომ თვითმკვლელობის რომანტიზებას ხელი არ შევუწყოთ, გიორგი მგელაძე ჟურნალისტებს პრობლემის სწორად გაშუქების რეკომენდაციებით მიმართავს.

მოზარდებში არსებული სუიციდური თუ სხვა პრობლემის მინიმუმამდე დაყვანის გეგმის მოსამზადებლად დავალება უწყებას პრემიერ-მინისტრმა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ მისცა.

განათლების სამინისტროსთან ერთად, საკითხზე მუშაობა დაწყებულია ჯანდაცვის სამინისტროშიც. სახელმწიფო ინსტიტუტებმა, პრობლემის მოსაგვარებელი სამოქმედო გეგმა 25 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.

დღის ამბები