05 მაისი 2024,   22:04
ვრცლად
საფრანგეთში მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ - საშობაო დღესასწაულებზე საყოველთაო გაფიცვა არ შეწყდება

საფრანგეთის პრეზიდენტი შობას კოტ-დიუარში ფრანგ სამხედროებთან ერთად შეხვდება. სპილოს ძვლის სანაპიროზე ემანუილ მაკრონი უკვე ჩავიდა.

საშობაო სადილს საფრანგეთის სამხედრო ბაზაზე პრეზიდენტის პირადი მზარეული მოამზადებს. ამ დროს საფრანგეთში კი მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.

საშობაო დღესასწაულებზე საყოველთაო გაფიცვა არ შეწყდება. პროტესტი ორი კვირის წინ დაიწყო.

გაფიცვებმა დიდი ზიანი მიაყენა პარიზს. საახალწლოდ მორთული სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სასტუმროები და საშობაო ბაზრობები ცარიელია.

ტურისტები და ადგილობრივები ქალაქში ჩასვლას გაფიცვით გამოწვეული სატრანსპორტო კოლაფსის გამო ვერ ახერხებენ.

დღის ამბები