11 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
"გამოიყოს კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად" - "ლელო" ხელოვანების მოთხოვნას უერთდება

კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვს "ლელო". ხელოვანების მოთხოვნას მამუკა ხაზარაძის გუნდი უერთდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ შესაბამისი სტრატეგიის არ არსებობის შემთხვევაში, ამას აზრი არ ექნება.

მათი თქმით, კულტურის სამინისტრო ვერ განვითარდება და წარმატებული ვერ იქნება, თუ ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ხელისუფლება სპეციალურ სტრატეგიას არ შეიმუშავებს.

დღეს პრესკონფერენციაზე ის პროექტები დაასახელეს, რომლებიც უწყებების გაერთიანების შემდეგ შეფერხდა ან საერთოდ ვერ განხორციელდა.

მოთხოვნა, რომ კულტურის სფერო ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა გამოცხადდეს და სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოიყოს, ხელოვანებმა დააყენეს.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის განცხადებით, კულტურის სამინისტროში პრობლემა გადაწყვეტილებების მიღების გაუმჭვირვალობაა. 

"დღეს სახეზეა ჩვენს ქვეყანაში კულტურის სფეროს და მისი მართვის სრული ჩამოშლა. ამ რეფორმამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ერთის მხრივ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ასევე რეფორმამ გამოიწვია ძალიან სერიოზული საკადრო წმენდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა პროფესიონალმა ადამიანმა, ამ რეფორმის გამო დატოვა ეს სისტემა. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც კულტურის სამინისტროში წლებია დაგროვილია, გადაწყვეტილებების მიღების გაუმჭვირვალობაა,“- განაცხადა მედეა მეტრეველმა.

დღის ამბები