03 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
პოლიციამ 35 წლის გარდაცვლილი ქალის მეუღლე დააკავა - ზუგდიდის სამმართველში დაკითხვები დაიწყო

პოლიციამ ზუგდიდში 35 წლის გარდაცვლილი ქალის მეუღლე დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დაღუპულის ოჯახი მამაკაცს ძალადობაში ადანაშაულებს. ახლობლების ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აქვს. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვები დაიწყო.

გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მომხდარის დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის სოფელ შამგონას საბავშვო ბაღის თანამშრომელი იყო. ბაღის დირექტორის თქმით, ოჯახური კონფლიქტის შესახებ, ეკა მიქავას გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

"მისდევდა მეუღლე თურმე და გაიქცა გოგო. მერე არ ვიცით, თავი შეაფარა და მერე ჩაიფიქრა ეს თუ როგორ მოხდა არ ვიცით. არაჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, სიცოცხლით სავსე,"-ამბობს სოფელ შამგონას ბაღის გამგე ლელა სორდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 115- ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები