06 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
"ახალი წელია, ხომ გინდა რამე იყიდო, მიიტანო..." - საოკუპაციო რეჟიმი ქარძმანი-პერევის გადასასვლელს 20:00 საათზე ჩაკეტავს

ზუსტად ორ საათში საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთ პუნქტს ჩაკეტავს. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.

საღამოს რვა საათიდან გადაადგილება აკრძალული იქნება ქარძმანი-პერევის გადასასვლელზე. საუბარია ერთადერთ მონაკვეთზე, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, რომ გადმოვიდეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შეზღუდვები 3 იანვარს, დილის 6საათზე მოიხსნება.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გადასასვლელით თითქმის ყოველდღიურად სარგებლობს, ამბობენ, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ახალი წელი ახლოვდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების  შეტანას ვერ შეძლებენ.

„მოსახლეობა ცოდოა, იქიდან ვერ გამოდიან, აქედან ვერ გადავლენ. ახალი წელია, ხომ გინდა რამე იყიდო, მიიტანო. არის შეფერხება, რა თქმა უნდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დღის ამბები