03 მაისი 2024,   10:00
ვრცლად
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ შამგონაში, ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

არსებული ინფორმაციით, ეკა მიქავამ თავი მეზობლის სახლში მოიკლა. ოჯახი მომხდარში სიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხედარს სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნება.

პოლიციამ ბაკურ სორდია მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავა.

დღის ამბები