27 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
ახალი წელი დედაქალაქში - თბილისში სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად იგრძნობა

2020 წლის პირველ დღეს, თბილისის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად იგრძნობა.

მოვლენების ეპიცენტრი ისევ რესპუბლიკის მოედანია, სადაც რამდენიმე წუთში კონცერტი უნდა დაიწყოს.

საქართველოში, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, პაროვ სტელარის ბენდის წევრი ჩამოვიდა, ცნობილი მუსიკოსი მაქსი ზი საქსი დღეს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება.

დედაქალაქის ცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა ზუსტად ღამის 12:00 საათზე გაანათა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ახალი წლის აღნიშვნა გალა კონცერტით გაგრძელდა. წლევანდელი შოუ პროგრამა განსხვავებული და სანახაობრივი იყო. ქართველმა მომღერლებმა უცხოელი ვარსკვლავების როლები მოირგეს და ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკალური ჰიტები შეასრულეს.

განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა საახალწლო სოფელში, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა, შოუ, კონცერტი და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა.

2020 წლის დადგომა კახი კალაძემ შვილებთან ერთად საქართველოში მცხოვრებ და განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეებს მიულოცა.

საახალწლო ღონისძიებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დედაქალაქის ისტორიული ცენტრია. ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს საახალწლო ბაზრობა, საბავშვო ატრაქციონები, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი დახვდათ. თბილისის მაცხოვრებლებთან და დედაქალაქის სტუმრებთან ერთად ორბელიანის მოედანზე ტურისტების სიმრავლეც იყო.

საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში 13 იანვრამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დრომდე დარჩება იქ სანტა კალუსიც, რომელიც პატარებს დაელოდება.

დღის ამბები