27 აპრილი 2024,   07:21
ვრცლად
ჰოლანდია, როგორც ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად აღარ არსებობს 

ქვეყნის სახელწოდება ჰოლანდია ოფიციალურად აღარ არსებობს. გადაწყვეტილება ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტურისტებისთვის ჰოლანდია მხოლოდ ნარკოტიკებსა და ამსტერდამის "წითელი ფარნების უბანთან" ასოცირდებოდა.

ამიტომ სახელწოდება ჰოლანდიას აღარ გამოიყენებენ ქვეყნის ოფიციალურ ლოგოზე. მას შეცვლიან კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები და უნივერსიტეტებიც.

ჰოლანდია ნიდერლანდის დასავლეთი მხარეა, რომელიც ორ პროვინციას მოიცავს.

ნიდერლანდის მთელი სამეფოსთვის ჰოლანდიის გამოყენება სხვა პროვინციების მოსახლეობაში პროტესტს იწვევდა.

დღის ამბები