03 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
ხუან გუაიდო ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ვენესუელის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხუან გუაიდო პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. დეპუტატების ნაწილმა გუაიდოს მხარი ალტერნატიული ადგილიდან დაუჭირა, რადგან ნიკოლას მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ თავს ლუის პარრა მიიჩნევს, რომელსაც მხარი მმართველმა პარტიამ დაუჭირა. ოპოზიცია მომხდარს პოლიტიკურ გადატრიალებად აფასებს.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გასულ წელს გამოაცხადა. მის ლეგიტიმურობას მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ცნობს.

 

დღის ამბები