05 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
ყველაფერი კარგადაა - დონალდ ტრამპი ამერიკულ ბაზებზე მომხდარ სარაკეტო დარტყმებზე

ამერიკულ ბაზებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტვიტერზე ცოტა ხნის წინ დაწერა. ამ წუთებში თეთრს სახლში ის თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნებთან კონსულტაციებს გადის.

"ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედროები გვყავს,"- წერს ტრამპი. 

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის გამო, ამერიკის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, ომანისა და სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცეში ავიარეისები შეაჩერა. 

შეგახსენებთ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. 

დღის ამბები