05 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
უკრაინული ავიალაინერი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო - რა ინფორმაციას ფლობს ჯასტინ ტრუდო 

კანადის პრემიერი, თეირანში მომხდარ ავიაკატასტროფაში ირანის მონაწილეობის ვერსიაზე საუბრობს.

ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინული ავიალაინერი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. პრემიერი არ გამორიცხავს, რომ რაკეტა თვითმფრინავს შეცდომით ესროლეს.

ირანის მხრიდან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებაზე წერს ამერიკული მედიაც. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, გავრცელებულ ვიდოემასალაში ჩანს, როგორ ეჯახება რაკეტა უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავს.

თავდაპირველი ვერსიით, თეირანში 8 იანვარს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. შემთხვევას 176 ადამიანი ემსხვერპლა.

ბორტზე ირანის, კანადის, უკრაინის, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები