07 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
საქმე გვაქვს მძიმე, უკონტროლო სიტუაციასთან, გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს - ირაკლი სესიაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს ხელისუფლება სოხუმში განვითარებულ პროცესებზე საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს პასუხიმგებლობას. ოფიციალური თბილისისთვის ამ პროცესში მთავარი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაა. 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

"იქ რუსეთი სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ის აკონტროლებს მხოლოდ ე.წ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და მძიმე უკონტროლო სიტუაციასთან, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, რომ აფხაზეთში სიტუაცია იყოს მშვიდი, ვინაიდან იქ ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ.

ცხადია, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ამ საქმეში," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები