06 მაისი 2024,   21:28
ვრცლად
გრიპის ვირუსი გასულ კვირასთან შედარებით მომატებულია, თუმცა არდადეგების გაგრძელების საჭიროება არ არის

გრიპის ვირუსის შემთხვევები, გასულ კვირასთან შედარებით, მომატებულია. გაზრდილია ამბულატორიული პაციენტების რიცხვი. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 22%-დან 25%-მდეა გაზრდილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, 76%-ის შემთხვევაში B ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

გაზრდილი სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსული ინფექციის გავრცელების მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემთხვევები შემცირებულია.

"იანვრის მეორე კვირის მონაცემებით უმნიშვნელო ზრდა გვაქვს. 219 მიმართვა გვაქვს. 3 პროცენტით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სავადმყოფოებში მაჩვენებელი მძიმე, მწვავე, რესპირატორიული ინფექციებით. გაიზარდა 22 პროცენტიდან დაახლოებით 25,3 პროცენტამდე," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასკოლო არდადეგების გაგრძელების საჭიროება არ დგას.

 

დღის ამბები