27 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
თელავის მერი უნივერსიტეტის პროფესორთან ფიზიკურ დაპირისპირებაში რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს

თელავის უნივერსიტეტის პროფესორის ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან კავშირს მუნიციპალიტეტის მერი კატეგორიულად უარყოფს. შოთა ნარეკლიშვილისთვის გაუგებარია რას ეფუძნება თენგიზ სიმაშვილის ბრალდებები და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

"თენგიზ სიმაშვილი მხრიდან მოხდა დადანაშაულება, თითქოს გარკვეულ ძალადობრივ ქმედებებში მე ვიყავი ორგანიზატორი. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ ორ ადამიანს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სიმაშვილმა საერთოდ უარყო და განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ამ ადამიან, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არის ბავშვის ნათლია და აქედან გამმდინარე, ნათელია, რომ სიმაშვილის მხრიდან თავიდანვე გაჟღერდა ტყუილი," - აცხადებს თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თელავის უნივერსიტეტის პროფესორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რაშიც თენგიზ სიმაშვილმა თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაადანაშაულა.

დღის ამბები