27 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი, შესაძლოა, მალე ციხიდან გაათავისუფლონ - თურქული მედია

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე იგივე - მინდია ლავასოღლი, შესაძლოა, მალე ციხიდან გაათავისუფლონ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, მინდია ლავასოღლის პატიმრობის ვადა თებერვალში ეწურება, თუმცა, თუ ქართული მხარე მის ექსტრადირებაზე უარს იტყვის, ანკარას მოუწევს დაკავებული გაათავისუფლოს. 

კრიმინალური ავტორიტეტი ლავასოღლი უკვე 15 თვეა რაც თურქეთის ციხეშია. ის ქალაქ ტრაპზონში 2018 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები